პროექტის სახელწოდება: ,,ჯანსაღი თაობა"
პროექტის აქტუალობა: არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა.მსოფლიო ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული.ჯანსაღი ცხოვრების წესის მეორე მნიშვნელოვან შემადგენელს სწორ კვებასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა წარმოადგენს. საჭიროა მოზარდებმა გაიაზრონ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
პროექტში მონაწილენი: მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა 11.III.-05.IV.
პროექტის მიზნები: მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირება სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ. დავაინტერესოთ მოზარდები რომ დაკავდნენ სპორტით და ფიზიკური ვარჯიშით, არ იყვნენ დამოკიდებულნი ალკოჰოლზე, ნარკოტიკსა და თამბაქოს მიღებაზე. აღნიშნულში არა მხოლოდ სპორტის რომელიმე სახეობით დაკავება , არამედ ნებისმიერი ძალისხმევა იგულისხმება-ფეხით , ველოსიპედით სიარული და ა.შ .რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მდგომარეობას , ამცირებს მრავალ დაავადებას .
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:
განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები: კონსტრუქციული თნამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპების აღიარება.
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
ზ. კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან
პროექტის ამოცანები : რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდო მოზარდებს ,მათ მშობლებს ,ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ჯანსაღი ცხოვრების წესი სულაც არ მოითხოვს უზარმაზარ მსხვერპლს. მთავარია ერთი რამ გავაცნობიეროთ :რაც მეტს ვიმოძრავებთ მით ბედნიერად ვიგრძნობთ თავს და სიცოცხლეს გავიხანგრძლივებთ. ყველაფერი აღზრდით იწყება - სად ვუშვებთ შეცდომებს? ბავშვი მიყავს მშობელს სპორტის ერთ-ერთ სახეობაზე დიდი ენთუზიაზმით, თუმცა ეს ენთუზიაზმი მაშინათვე ქრება, როცა მწვრთნელი ეტყვის, რომ თქვენი შვილისგან სპორცმენი არ დადგება. სამწუხაროდ ვთვლით, სპორტზე ბავშვი მხოლოდ იმიტომ დადის, რომ პროფესიონალი სპორტცმენი გამოვიდეს . მშობელმა ჯერ კიდევ ვერ გამიჯნა პროფესიული სპორტი რეგულარული უბრალო ვარჯიშისგან.
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, დამრიგებელი,
მატერიალური რესურსი: - პროექტორი-1, ნოუთბუქი-1, რესურსი ინტერნეტიდან
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები: გადავწყვიტე ჩამეტარებინა გეზრბენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა მოსწავლეები დამეინტერესებინა. ამის შემდეგ შევხვდი მოსწავლეებს და გავმართეთ დისკუსია იმის თაობაზე თუ როგორი დატვირთვაა სირბილი. 12.III.2019წ.
აქტივობა 1: მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები თავიანთი სავყარელი სპორტის სახეობის და საყვარელი სპორცმენის შესახებ. 14.III.
აქტივობა 2: ლაშქრობა მარშრუტით :ნოღოხაშის სკოლა -ძველი აბაშა კ. გამსახურდიას სახლმუზეუმი .ეზოში სპორტული აქტივობები ჩავატარეთ16.III.
აქტივობა 3: შეხვედრა მშობლებთან გავესაუბრე იმაზე თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ დატვირთვას მათი შვილებისთვის.18.III.
აქტივობა 4: დისკუსია-მოძრაობა ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, უმოძრაობა კი უამრავი დაავადების მიზეზი. მეცნიერულად არის დამტკიცებული რომ სირბილის მოყვარულები ნაკლებად ავადდებიან. სირბილი იდეალური აერობული დატვირთვაა. სირბილი გუნება განწყობილებაზეც ახდენს გავლენას.ის ამცირებს სტრესს, შფოთვას, ნერვიულ აშლილობას.ირბინეთ მხოლოდ სპორტული ფეხსაცმლით.21.III.
აქტივობა 5: მოსწავლეებს და მათ მშობლებს მივაწოდე ინფორმაცია სპორტული წრეების შესახებ. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს უფასო სპორტული წრეები, სადაც ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია ვარჯიში.25.III
აქტივობა 6: გამოკითხვა სკოლაში :ფიზიკური აქტივობით ხარ თუ არა დაკავებული .ჩაინიშნონ მაგალითად დღეს მე ერთი საათი ბურთს ვთამაშობდი , ან 15 წუთი ველოსიპედით ვსეირნობდი ,ლახტით ვხტუნაობდი და ა.შ. 28.III.
აქტივობა 7: დავგეგმეთ მხიარული სტარტები და დავიწყებთ მზადებას. ჩემი მიზანია რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩავრთო სპორტულ აქტივობებში. 03.IV.-04.IV.
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები.
ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერსით ვერ ჩაერთოს მუშაობაში; ასევე ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას, ასევე უამინდობა, უამინდობის შემთხვევები ჩანაცვლდება სადისკუსიო აქტივობებით.
პროექტის შედეგები: მოსწავლეები და მათი მშობლები ინფორმირებულნი არიან და გააზრებული აქვთ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების მნიშვნელობა და სიკეთეები. მათ აქვთ ცოდნა და უნარები იმისთვის რომ დაკავდნენ ფიზიკური ვარჯიშით არ იყვნენ დამოკიდებულნი ალკოჰოლზე, ნარკოტიკსა და თამბაქოზე.
პროექტის ხელმძღვანელი:თამთა ძველაია
ბიუჯეტი: სკოლის ბაზაზე
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:
სამუშაო გეგმა
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით
შეფასება
პროექტის შუალედური და საბოლოო
შეფასება:
მონიტორინგი/
შეფასება
|
ვის მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმებით
|
პირველი შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
12.III
|
პროექტზე მიმდინარეობის
პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
|
მეორე შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
14.IV
|
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი
|
საბოლოო შეფასება
|
მოსწავლეები
|
04.IV
|
პრეზენტაცია
|
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის
საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის
ინდიკატორები
|
თარიღი
|
1. ვამოწმებთ მოსწავლეების
მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
|
ვამოწმებთ
მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა
წყაროების სანდოობას
|
14.III.
|
2. ვამოწმებთ პროექტის
მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
|
მათ მიერ მოძიებულ
ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
|
17.III
|
3. შედგა თუ არა ჯგუფის
წევრებს შორის თანამშრომლობა
|
ვაკეთებთ ანონიმურ
გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
|
12.III
|
4. ართმევენ თუ არა დაკისრებულ
მოვალეობებს თავს
|
ვაკვირდებით
მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
|
21.III
|
5. იცავენ თუ არა დროის
ლიმიტს
|
ვამოწმებთ
პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
|
20.III
|
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების
საგანი
|
კომენტარი
|
შედგა თუ არა
თანმშრომლობა
|
დიახ
|
იყვნენ თუ
არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
აქტივობებიდან
გამომდინარე მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი
|
ჰქონდა თუ
არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
დიახ
|
იყვნენ თუ
არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა
პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
მოსწავლეები
ხალისით ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას და არ ჰქონდათ პასიურობის მიზეზი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий