პროექტის სახელწოდება: „მე და ოჯახი“
პროექტის აქტუალობა: აღნიშნული სოციალური პროექტი ხელს შეუწყობს ინტერ კულტურული განათლების ამაღლებას, მოსწავლეთა შორის ემპათიას. მოვახდენთ ოჯახის წევრების და მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციების გაცნობა-გაზიარებას .რამდენად ვცემთ პატივს ოჯახში დამკვიდრებულ ტრადიციებს, რამდენად ვაფასებთ თითოეული ოჯახის წევრის შრომას ; პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა 07.05-30.05 პროექტის მონაწილენი: მესამე კლასის მოსწავლეები; პროექტის მიზნები: ასაკის შესაბამისად ეთიკისა და ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბება . ურთიერთპატივისცემა ოჯახის წევრების მიმართ, მათი შრომის დაფასების უნარის გაღვივება. ოჯახური ტრადიციების პატივისცემა. თბილი დამოკიდებულება თანატოლებთან და თანამშრომლობა(მათი ოჯახური ტრადიციების გაზიარება) პროექტის ამოცანები: პროექტის პირველ ეტაპზე , რადგან პროექტის მონაწილეები დაწყებითი კლასის მოსწავლეები არიან , თემას ზოგადად მიმოვიხილავთ. წარმოვადგენთ კითხვარს, კითხვარი ძირითადად ივსება ოჯახის წევრების მიერ, რომელიც ინფორმაციული და შემეცნებითი ხასიათისაა. ამოცანის განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები: პროექტის თემისა და მიზნების განსაზღვრა. პირველი აქტივობა: კლასის დაყოფა ჯგუფებად, მასწავლებლის კონსულტაცია მასალის მოძიებისთვის. მეორე აქტივობა: კითხვარი „ჩემი ოჯახი“, სადაც მოახდენს გამოკითხვას ოჯახის წევრების, მათი პროფესიების და შრომის, ინტერესის სფეროს შესახებ. მესამე აქტივობა: ჩანახატების პრეზენტაცია „ ჩემი ოჯახი და ტრადიციები“ მეოთხე აქტივობა : მსჯელობა-„ რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“ მეხუთე აქტივობა: დისკუსია თემაზე , თუ რამდენადმნიშვნელოვანი , შეუცვლელი და ფასდაუდებელია ოჯახის თითოეული წევრის( დედის , მამის , დის, ძმის) შრომა. მეექვსე აქტივობა: კედლის გაზეთის გამოშვება „საგვარეულო ხე“ მეშვიდე აქტივობა: სხვა ქვეყნის ოჯახური ტრადიციების გაცნობა და მსჯელობა. მერვე აქტივობა: რა პასუხისმგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე დისკუსია. პროექტის პრეზენტაცია; ხელისსემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვთოს რისკები და ხელის შემშლელი ფაქტორები პროექტის შედეგები: მოსწავლეებს ეცოდინებათ ოჯახური ტრადიციების პატივისცემა, შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ საკუთარ ოჯახზე. ასაკის შესაბამისად ეთიკისა და ძზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბება;
პროექტის ხელმძღვანელი: თამთა ძველაია
ბიუჯეტი:სკოლის
ბაზაზე
პროექტის ვებ
გვერდი-ბლოგი:
სამუშაო გეგმა
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები
თვეების მიხედვით
შეფასება
პროექტის
შუალედური და საბოლოო შეფასება:
პროექტის
მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების
ცხრილი
|
,,მე და ოჯახი'
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий