ჩვენ და ჭადრაკი


პროექტის სახელწოდება:  ,,ჩვენ  და  ჭადრაკი
პროექტის  აქტუალობა:  ჭადრაკს აღმზრდელობითი  მნიშვნელობა  აქვს. იგი  ხელს  უწყობს  პიროვნების  ჩამოყალიბებას .  ასწავლის  ანალიტიკურ  და  ლოგიკურ  აზროვნებას, საკუთარი მოქმედების  დაგეგმვას, ანვითარებს სიდინჯეს  და ყურადღების  კონცენტრაციას. ჭადრაკის  თამაშის დროს  ვლინდება  ადამიანის  მრავალი თვისება(შეგვიძლია  ამოვიცნოთ  ადამიანის  ხასიათი) და  ასე  შემდეგ. მისი  სწავლებით  დავეხმარებით მოსწავლეებს სხვადასხვა  ინტელექტის  განვითარებაში. ჭადრაკი  სპორტია,  ხელოვნებაა, მეცნიერებაა; ბოლოს  და ბოლოს , თავისუფალ  დროს  ჭადრაკზე  რომ  დახარჯავს  მოზარდი  ამაზე  უკეთესი  შეიძლება  იყოს  რამე. სკოლიდან  სახლში  მისული  ბაბუას  რომ  სთხოვს  ჭადრაკი  მეთამაშეო , ეგ  უკვე  მიღწევაა.

პროექტში მონაწილენი: პირველი კლასიდან მეცხრე  კლასის  ჩათვლით ;                      
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა  16.01   -   30.01        2019 წელი.
პროექტის მიზნები:  ჭადრაკს  ზნეობრივი  ფასეულობანი  გააჩნია .ვიზრუნოთ მოზარდების  ჩართულობაზე.  ვიზრუნოთ იმაზე  რომ  მოზარდი  დაკავებული  იყოს სასარგებლო საქმით. დავაინტერესოთ  მშობლები  ითანამშრომლონ  ჩვენთან .ჩავატაროთ  სხვადასხვა  აქტივობები  სკოლაში, სკოლის  გარეთ . მოზარდი რომელიც  ჭადრაკს  თამაშობს სხვანაირად  აზროვნებს,  იგი  გონების  სავარჯიშოდ  ერთ-ერთი  საუკეთესო  საშუალებაა; ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებს სხვადასხვა  საგნის  უკეთ  ათვისებაში აკადემიური  მოსწრების  გაუმჯობესებაში.


ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე: 
  განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები: კონსტრუქციული თნამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპების აღიარება.
) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
. კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან

          


ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები,  დამრიგებელ,
მატერიალური რესურსი: - პროეტორი-1,  ნოუთბუქი-1, რესურსი ინტერნეტიდან,
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:  შეხვედრა  მოსწავლეებთან - მოვუყვები  ჭადრაკის  სამშობლოზე  საინტერესო  ისტორიას.  ჩავატარებ ღია  ტურნირს , სადაც  მონაწილეობა  შეეძლება  ნებისმიერ  მსურველს .ამით  დავაინტერესებ  მოზარდებს;    16.01                                                                                                           
 აქტივობა: ჭადრაკის  გაცოცხლება  სკოლის  ეზოში. დაფის დახაზვა ;17.01                                                         
 აქტივობა: ინფორმაციის  მოძიება  ქართველ  მოჭადრაკე  ქალებზე ;  18.01                                                         
 აქტივობა: დისკუსია „ქართველ მოჭადრაკე  ქალთა  ფენომენი“ ინფორმაციის დახარისხება  დამუშავება, ანალიზი; 21.01                                                               
აქტივობა: დიდ  დასვენებაზე  ერთდროული  სეანსის  მოწყობა;  22.01                                                              
აქტივობა: მოსწავლეთა  ნამუშევრების  გამოფენა ,ჭადრაკის  ფიგურების  დახატვა,  გამოძერწვა; 24.01                                                                                                                                      
 აქტივობა: ისტის  გამოყენება ჭადრაკის შესწავლისას. კასპაროვის  საჭადრაკო  სკოლაში   დარეგისტრირება;27.01                                                                                                                                    
 აქტივობა:  ჭადრაკის მოყვარულ ვეტერანებთნ  შეჯიბრების ორგანიზება  , რომელსაც  ჩავატარებთ  რაიონის კეთილმოწყობილ  პარკში; 28.01                                                              
  აქტივობა: პროექტის  პრეზენტაცია;  30.01                                                                                                                                                             
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები.
ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერსით ვერ ჩაერთოს მუშაობაში; ასევე ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას, ასევე უამინდობა, უამინდობის შემთხვევები ჩანაცვლდება სადისკუსიო აქტივობებით.
პროექტის შედეგები: თავისუფალი  დროის  ეფექტურად  ხარჯვა, მოსწავლეთა  სასარგებლო  საქმით დაკავება, ჩართულობა;
პროექტის ხელმძღვანელი: თამთა ძველაია
ბიუჯეტი: სკოლის ბაზაზე
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:


სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით


შეფასება
    პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/ შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
18.01
პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
22.01
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
30.01
პრეზენტაცია


        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.      ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
18.01
2.      ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
16.01 -28.01
3.      შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
21.01   მოსწავლეები  ერთმანეთთან  თანამშრომლობენ
4.      ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
   18.01             24.01  მოსწავლეები ყურადღებით  არიან და  წარმატებით  ართმევენ  თავს  დაკისრებულ  მოვალეობას
5.      იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
 23.01  დროის  ლიმიტს  იცავენ

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანმშრომლობა
დიახ
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
მოსწავლეები მოტივირებული  იყვნენ, სხვადასხვა  აქტივობებმა
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
დიახ
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
ჯგუფში  პასიური  მოსწავლეები არ  ყოფილა.პროექტმა  მათ  მოსწრებაზე  იმოქმედა






Комментариев нет:

Отправить комментарий